კომპანია ბარილ კავკასიის დაფარვის ექსპერტები სამუშაოს შესრულებისას და საექსპერტო მომსახურეობის გაწევისას ხელმძღვანელობენ ISO-8501-1:1988 შვედური სტანდარტით.
იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ზედაპირის დაფარვა ანტიკოროზიული პროფესიონალური გამოყენების საღებავით, აუცილებელია მეტალის ზედაპირი იქნას დამუშავებული ISO 8501-1 სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც გააჩნია სპეც.კატეგორიები, რომელიც დამოკიდებულია გარემო პირობებსა და შემსყიდველის მოთხოვნაზე.
რა არის ISO 8501-1 ?
სტანდარტი ISO 8501-1 შექმნილია იმისთვის, რათა განსაზღვრო წინასწარ მეტალის მჟავიანობის დონე, შეამოწმო კოროზიის სიღრმე, დაამუშაო და მოამზადო ზედაპირი შემდგომ ანტიკოროზიული დაფარვისათვის.
განსაზღვრა ვრცელდება შემდეგნაირად:
- არსებობს ოთხი სხვადასხვა ტიპის ჟანგიანობა, რომელიც იყოფა A,B,C და D საფეხურებად.
- პირველი საფეხურის განსაზღვრის შემდგომ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელი მეთოდით დაამუშაოთ ზედაპირი მოთხოვნილი შედეგის მისაღწევად. (ზედაპირის დაცვა 5 წლით, 10 წლით, 15 წლით თუ უფრო მეტით)
- პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ, თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ. მაგალითად, თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნაა ზედაპირის დამუშავება, მაგრამ ვერ იყენებთ ქვიშა ჭავლურ მეთოდს, თქვენ შეგვიძლიათ გამოიყენოთ ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული მექანიკური მეთოდის რომელიმე ქვეკატეგორია. მექანიკური მეთოდი იყოფა ორ სხვადასხვა ქვეკატეგორიებად (ST2 და ST3)
- პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ, თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას შემსრულებელზე, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ. მაგალითად, თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნა ზედაპირის დამუშავებაა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 10 წლის ვადით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული ქვიშა ჭავლური მეთოდის მოთხოვნის შესაბამისი ქვე კატეგორია. ქვიშა ჭავლური მეთოდი იყოფა ოთხ სხვადასხვა ქვეკატეგორიებად (Sa 1, Sa 2, Sa 2½ and Sa 3)
მაგრამ, ძირითადად იყენებენ დამუშავების ST3 მექანიკურ და Sa 2, Sa 2½ ქვიშა ჭავლურ მეთოდს.