კომპანია ბარილ კავკასიის დაფარვის ექსპერტები სამუშაოს შესრულებისას და საექსპერტო მომსახურეობის გაწევისას ხელმძღვანელობენ ISO-8501-1:1988 შვედური სტანდარტით.
იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ზედაპირის დაფარვა ანტიკოროზიული პროფესიონალური გამოყენების საღებავით აუცილებელია მეტალის ზედაპირი იქნას დამუშავებული ISO 8501-1 სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც გააჩნია სპეც.კატეგორიები რომელიც დამოკიდებულია გარემო პირობებსა და შემსყიდველის მოთხოვნაზე.
რა არის ISO 8501-1 ?
სტანდარტი ISO 8501-1 იმისათვის არის შექმნილი, რომ განსაზღვრო წინასწარ მეტალის მჟავიანობის დონე, შეამოწმო კოროზიის სიღრმე, დაამუშაო და მოამზადო ზედაპირი შემდგომ ანტიკოროზიულად დაფარვისათვის.
განსაზღვრა ვრცელდება შემდეგნაირად:
- არსებობს ოთხი სხვა და სხვა ტიპის ჟანგიანობა, რომელიც იყოფა A,B,C და D საფეხურებად.
- პირველი საფეხურის განსაზღვრის შემდგომ თქვენ შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილება რომელი მეთოდით დაამუშაოთ ზედაპირი მოთხოვნილი შედეგის მისაღწევად. (ზედაპირის დაცვა 5 წლით, 10 წლით, 15 წლით თუ უფრო მეტით)
- პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ, მაგალითად თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნა ზედაპირის დამუშავება მაგრამ ვერ იყენებთ ქვიშა ჭავლურ მეთოდს, თქვენ შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული მექანიკური მეთოდის რომელიმე ქვე კატეგორია. მექანიკური მეთოდი იყოფა ორ სხვა და სხვა ქვე კატეგორიებად (ST2 და ST3)
- პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას შემსრულებელზე, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ, მაგალითად თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნა ზედაპირის დამუშავებაა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 10 წლის ვადით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული ქვიშა ჭავლური მეთოდის მოთხოვნის შესაბამისი ქვე კატეგორია. ქვიშა ჭავლური მეთოდი იყოფა ოთხ სხვა და სხვა ქვე კატეგორიებად (Sa 1, Sa 2, Sa 2½ and Sa 3)
მაგრამ ძირითადად იყენებენ დამუშავების ST3 მექანიკურ და Sa 2, Sa 2½ ქვიშა ჭავლურ მეთოდს.