კომპანია ბარილ კავკასიის დაფარვის ექსპერტები სამუშაოს შესრულებისას და საექსპერტო მომსახურეობის გაწევისას ხელმძღვანელობენ ISO-8501-1:1988 შვედური სტანდარტით.

იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ზედაპირის დაფარვა ანტიკოროზიული პროფესიონალური გამოყენების საღებავით აუცილებელია მეტალის ზედაპირი იქნას დამუშავებული ISO 8501-1 სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც გააჩნია სპეც.კატეგორიები რომელიც დამოკიდებულია გარემო პირობებსა და შემსყიდველის მოთხოვნაზე. 

რა არის ISO 8501-1 ?

სტანდარტი ISO 8501-1 იმისათვის არის შექმნილი, რომ განსაზღვრო წინასწარ მეტალის მჟავიანობის დონე, შეამოწმო კოროზიის სიღრმე, დაამუშაო და მოამზადო ზედაპირი შემდგომ ანტიკოროზიულად დაფარვისათვის.

განსაზღვრა ვრცელდება შემდეგნაირად:

  1. არსებობს ოთხი სხვა და სხვა ტიპის ჟანგიანობა, რომელიც იყოფა A,B,C და D საფეხურებად.
  2. პირველი საფეხურის განსაზღვრის შემდგომ თქვენ შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილება რომელი მეთოდით დაამუშაოთ ზედაპირი მოთხოვნილი შედეგის მისაღწევად. (ზედაპირის დაცვა 5 წლით, 10 წლით, 15 წლით თუ უფრო მეტით) 
  3. პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ, მაგალითად თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნა ზედაპირის დამუშავება მაგრამ ვერ იყენებთ ქვიშა ჭავლურ მეთოდს, თქვენ შეგვიძლიათ გამოვიყენოთ  ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული მექანიკური მეთოდის რომელიმე ქვე კატეგორია. მექანიკური მეთოდი იყოფა ორ სხვა და სხვა ქვე კატეგორიებად (ST2 და ST3)
  4. პირველი და მეორე საფეხურის განსხაზღვრის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამუშავების მეთოდის მითითებას შემსრულებელზე, სტანდარტი მოგცემთ საშუალებას გამოცდილი მეთოდით იხელმძღვანელოთ, მაგალითად თუ ჟანგვის პროცესი მიეკუთვნება A-კატეგორიას და თუ თქვენი მოთხოვნა ზედაპირის დამუშავებაა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 10 წლის ვადით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ  ISO 8501-1 სტანდარტის თანახმად A კატეგორიაზე მორგებული ქვიშა ჭავლური მეთოდის მოთხოვნის შესაბამისი ქვე კატეგორია. ქვიშა ჭავლური მეთოდი იყოფა ოთხ სხვა და სხვა ქვე კატეგორიებად (Sa 1, Sa 2, Sa 2½ and Sa 3)

მაგრამ ძირითადად იყენებენ დამუშავების ST3 მექანიკურ და Sa 2Sa 2½ ქვიშა ჭავლურ მეთოდს.