კომპანია BARIL დაარსდა 1982 წელს და გახლავთ ევროპისა და ამერიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ანტიკოროზიულ და დამცავ საღებავების წარმოებაში. BARIL-ის საღებავები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მეტალის კონსტრუქციის, ნავთობ ტერმინალების, ხიდების, ელექტრო სადგურების, სპეც. ტექნიკის, მილსადენების, კონტეინერების, საკვები პროდუქტებისა და სხვა დანიშნულების ავზების, შენობების, სასაწყობე ფართების ბეტონის იატაკებისა და სხვა ობიექტების ზედაპირების დასაფარად. ასევე გთავაზობთ ცეცხლგამძლე საღებავებს.
კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

საქართველოში კომპანია ბარილ კავკასიამ დაიწყო მუშაობა 2016 წლის მაისში და უკვე მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა ახალი სავაჭრო ცენტრების მშენებლობა თანამედროვე უსაფრთხო სტანდარტებით (ცეცხლგამძლე საღებავები), ახალ მაგისტრალზე ხიდების მშენებლობა (პოლიურეთანის სისტემები), ნავთობ ტერმინალების მომარაგება პოლიურეთანისა და ეპოქსიდური საღებავებით, წყლის გამწმენდი სადგურების მშენებლობა მაღალ მთიან რეგიონებში (საღებავი რომელიც უძლებს -30 გრადუს ყინვას) და სხვა მსგავს პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია ზედაპირის საიმედო დაცვა ამა თუ იმ გარემო პირობებისაგან! 

სპეციფიკურობიდან გამომდინარე საღებავს ესაჭიროება პროფესიონალურად გამოყენება, ვინაიდან მოხდეს მისი სწორად ექსპლუატაცია. კომპანია ბარილ კავკასია ასევე მუშაობს სერვისზე. 

დაფუძნების დღიდან კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიური ხაზის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ იდეებით ვპასუხობთ ყველა თანამედროვე გამოწვევას, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ხარისხიანი ინოვაციური პროდუქტები დაბალი ფასებითა და მოწოდების უმოკლესი ვადებით. ეს კონცეფცია გახდა ორგანიზაციის შინაგანი კულტურა.

შედეგი მიღწეულია იმითი, რომ ყველა ვმუშაობთ ერთი მიზნისათვის. ჩვენი გუნდის სულისკვეთებაა, რომ მომხმარებელს ყოველდღიურად მივაწოდოთ სრულყოფილი და განახლებული პროდუქცია. ეს ყველაფერი დაფუძნებულია კვალიფიცირებული კადრების მომზადებითა და მათი პროფესიული განვითარებით.